სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორში 15 წლის ბიჭი გაუჩინარდა

მგალობლიშვილების ოჯახი 15 წლის მოზარდს ეძებს. სანდრო მგალობლიშვილი სახლიდან გუშინ, 17.00 საათზე გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

როგორც „პირველ რადიოს“ სანდროს დედამ, ეკა აფხაიძემ აცნობა, მის შვილს ტანთ ეცვა შავი სპორტული შარვალი, შავი ქურთუკი და მაღალყელიანი ბოტასები. ოჯახი გორში ცხოვრობს. სანდრო მგალობლიშვილი კალათბურთით იყო დაკავებული და გაუჩინარებამდე ის სავარჯიშოდ მიდიოდა. თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ სანდრო დარბაზში არ მისულა და გზიდან გაუჩინარდა. ეკა აფხაიძის თქმით მის შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

„გუშინ, დაახლოებით 5 საათისთვის გავიდა სახლიდან. მას შემდეგ არ გამოჩენილა. ვიცოდით, რომ სავარჯიშოდ მიდიოდა. კალათბურთს თამაშობდა. მაგრამ არ მისულა იქ. პოლიცია უკვე ეძებს მაგრამ ჯერ კვალს ვერ მივაგენით. გთხოვთ თუ ვინმემ რამე იცით ჩემი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ შეგვატყობინეთ“,-განაცხადა ეკა აფხაიძემ

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 911 255 ეკა აფხაიძე სანდროს დედა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100