სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო-რუსეთს შორის სავიზო მიმოსვლა გამარტივდება

საქართველო-რუსეთს შორის სავიზო მიმოსვლა გამარტივდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან მზაობა უკვე არსებობს. როგორც აბაშიძე განმარტავს, კონკრეტული შეთანხმება სავიზო მიმოსვლის გამარტივებასთან დაკავშირებით ზაფხულში უკვე მიღწეული იქნება.

,,რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი დაიწყო და იმედია, ზაფხულში ამ მიმართულებით შედეგი იქნება. შეიძლება, მარტის თვეშიც გარკვეულად წინ წავიწიოთ ამ მიმართულებით, მხედველობაში მაქვს ყაზბეგი-ზემო ლარსის მარშრუტი", -განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლი კარასინისა და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა მაისში გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100