სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუნკის "კივილი" 120 მილიონად გაიყიდა

ნიუ იორკში „სოტბის“ აუქციონზე ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. ედუარდ მუნკის ნამუშევარი „კივილი“ 119,9 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ამ ფაქტმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

აღნიშნული ხელოვნების ნიმუში „კივილის“ მეოთხე ვარიანტი გახლდათ და იგი იყო ერთადერთი, რომელიც კერძო პირის მფლობელობაში რჩებოდა.

აღსანიშნავია, რომ ნახატის თავდაპირველი ღირებულება სულ რაღაც ერთ წუთში 40 მილიონით გაიზარდა. ნახატის ახალ მფლობელს კი ინკოგნიტოდ დარჩენა სურს.

„მე აქ 20 წელიწადია რაც ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომენტი ისტორიული გახლდათ. 100 მილიონად შეფასებული პირველი ნამუშევარი 2004 წელს გაიყიდა, ახლა კი ეს რეკორდიც მოხსნილია“, - განაცხადა „სოტბის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა, დევიდ ნორმანმა.

ამავე დღეს პიკასოს, სალვადორ დალისა და მიროს ნამუშევრებიც გაიყიდა. საერთო თანხამ კი 330 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100