.ისრაელის მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებლები ჯგუფურ სექსში გამოიჭირეს
დიდი სკანდალი მოჰყვა ისრაელის ერთ–ერთ ელიტურ მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ ფაქტს, სადაც თავშესაფრის თანამშრომლებმა მოხუცები ჯგუფურ სექსში გამოიჭირეს. ოპრგიის ყველაზე უფროსი მონაწილე 90 წლის იყო. შემთხვევა ა–შარონის ოლქში, ერთ–ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მოხუცთა სახლში მოხდა. ორგიის მონაწილეები თანამშრომელმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, როცა გადაწყვიტა, ერთ–ერთი ბინადრის ოთახში შეეხედა. ინფორმაცია ამის შესახებ NEWSru.Israel-მა გამოაქვეყნა.
ორგიის ყველა მონაწილე სასწრაფოდ დაიბარეს აღმზრდელობით გასაუბრებაზე სახლის დირექტორთან, მოხუცთა ნათესავებს კი წერილები დაუგზავნეს, სადაც მომხდარი ფაქტი იყო აღწერილი და მითითებულიც გახლდათ, რომ გამეორების შემთხვევაში მოხუცებს თავშესაფრიდან გარიცხავდნენ.
კომენტარი