მიანმარში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 162 ადამიანი დაიღუპა
მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა, ხოლო 54 ადამიანი კი დაშავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს.
შემთხვევის ადგილას მომუშავე მაშველებმა უკვე 162 ცხედარი აღმოაჩინეს.
ინციდენტი 2 ივლისს მოხდა, როცა ნეფრიტის შახტთან ასობით ადამიანი დიდი ფირმების მიერ დატოვებული მინერალის ნარჩენებს ეძებდა.
კომენტარი