სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მორგის თანამშრომელს კრემაცია შეცდომით იმ დროს ჩაუტარეს, როდესაც მას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ეძინა

ტექსასის შტატში მორგის ერთ-ერთი თანამშრომელს შეცდომით მაშინ ჩაუტარეს კრემაცია, როდესაც მას ეძინა.

ბომონტის პოლიციის განყოფილების მონაცემებით, 48 წლის ჰენრი პოლ ჯონსონმა 16 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ იქვე გადაწყვიტა დაძინება და მორგში არსებულ ზეწარში გაეხვია, რათა არ შესციებოდა. სავარაუდოდ, იგი დაძნებამდე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სანამ ჰენრის ეძინა, მისმა თანამშრომელმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 52 წლის მამაკაცის ცხედრის კრემაცია გადაწყვიტა, თუმცა შეცდომით ღრმად ჩაძინებული ჯონსონი მოათავსა კრემატორიუმში.

"კრემაციის დაწყებიდან 15 წამში საშინელი ყვირილი გავიგეთ. თავიდან ვერავინ მიხვდა, რაში იყო საქმე, თუმცა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ გვამის ნაცვლად კრემატორიუმში ჰენრი იყო, უკვე ძალიან გვიანი იყო" - განაცხადა მორგის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჯენა დევისმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომელი, რომელმაც ეს ფატალური შეცდომა დაუშვა, სამსახურში ახალი აყვანილი იყო და ჯერ არ ჰქონდა გათავისებული ის ფაქტი, რომ კრემაციამდე კარგად უნდა დარწმუნებულიყო, თუ რომელ გვამთან ჰქონდა საქმე.

გამომძებლები ეჭვმიტანილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას აპირებენ, რადგან პოლ ჯონსონის სიკვდილი მისი დაუდევრობით გამოწვეული ტრაგედიაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100