წარმოუდგენელი ტრაგედია ბათუმში - დედა-შვილი ბინაში ელექტროენერგიის არქონის გამო გაიყინა
ბათუმში, ინასარიძის 50-ში დედა-შვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც მეზობლები აცხადებენ, მათ 4-5 დღის განმავლობაში არ უნახავთ ოჯახი, რის გამოც შეშინდნენ და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მისულ ბრიგადას კარი შიგნიდან დახვდა ჩაკეტილი, ბინაში კი ორი გვამი იყო. ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით გარდაიცვალნენ ისინი, თუმცა, მეზობლების თქმით, ოჯახს რამდენიმე დღის წინ გაეთიშა ელექტროენერგია და ისინი სიცივისგან დაიღუპნენ. მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი