სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბ ნინიძისავტობიოგრაფიული წიგნისპრეზენტაციათიბისი გალერეაში

16 ნოემბერს, თიბისი გალერეაში მსახიობ მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიული წიგნის, „მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე“ ელექტრონული და ბეჭდური ვერსიების პრეზენტაცია გაიმართა.

„თხილის ნაჭუჭშიც რომ გამომამწყვდიონ, ჩემი თავი დაუსრულებელი სივრცეების მფლობელი მეგონება, “ - ასე შექსპირისეულად იწყება ნინიძის ჩანაწერები, რომელმაც დატოვა საქართველო ოცი წლის წინ და თავისი ადგილიც და როლიც ევროპაში იპოვა.

„მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე“ - ეს გახლავთ იმ სუპერპოპულარული მსახიობის ამბავი, რომლის სახელსაც არამხოლოდ აფიშებსა და ტიტრებზე, არამედ თბილისური ტყვიით დახვრეტილ კედლებზეც აწერდნენ მისი თაყვანისმცემლები. ეს გახლავთ თავგადასავალი ოსკაროსანი ფილმის გმირისა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხეტიალისას ქართული სოფლის ვიწრო გზები და საკუთარი პატარა ქვეყანა ენატრებოდა.

წიგნში მთხრობელი თავად მერაბ ნინიძეა, რომელმაც თავისი პირადი და შემოქმედებითი ცხოვრების დეტალები საოცარი გულწრფელობით გადასცა ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს. ამ უკანასკნელმა კი ეს თხრობა წიგნად აქცია და საზოგადოებას მისი წაკითხვის შესაძლებლობა მისცა.

ავტობიოგრაფიულ წიგნში აღწერილია მერაბ ნინიძის შემოქმედება - ეზოში დადგმული სპექტაკლებიდან ცნობილ კინოროლებამდე; „მონანიებაში“ კინოდებიუტიდან ოსკაროსან „არსად აფრიკაში” მთავარ როლამდე.

წიგნი, რომელზეც ავტორები ერთი წლის განმავლობაში თბილისსა და ვენაში მუშაობდნენ, ნამდვილი საჩუქარია მერაბ ნინიძის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის.

წიგნიმრავალრიცხოვან აუდიტორიას თავად მერაბ ნინიძემ წარუდგენა, წაიკითხა ამონარიდები წიგნიდან და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

„მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე“ ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია saba.com.ge-ზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100