სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში ქმარმა ცოლი მოკლა

ქუთაისში ქმარმა ცოლი შვილის თვალწინ მოკლა. შემთხვევა საღორიის დასახლებაში, ჩორგოლიანის ქუჩაზე გუშინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. შელაპარაკება მეუღლეებს - კობა .-სა და მედეა .- შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მცირეწლოვანის თანდასწრებით, ქმარმა ცოლს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

მკვლელობაში ბრალდებული დაცვის სამსახურში მუშაობდა. მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები ამბობენ, რომ ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს მისი მეუღლე დანაზე თავად დაეცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100