ნიკა გვარამიას ბრალი ოთხი მუხლით წარუდგინეს
ნიკა გვარამიას ბრალდებაში ყველაზე მძიმე ორი მუხლია, რომელთაგან ერთი 15 წლამდე, მეორე კი - 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საბრალდებო დასკვნის გაცნობის შემდეგ ნიკა გვარამიას ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლი წარუდგინეს - 338-ე მუხლით, რომელიც ქრთამის აღებას ითვალისწინებს, 195-ე მუხლი(ფულის გათეთრება), 210-ე მუხლი(ყალბი დოკუმენტების დამზადება) და 362-ე მუხლი(ყალბი დოკუმენტების გამოყენებას).
ჭაბაშვილის განცხადებით, ბრალდების დასკვნა ათგვერდიანია, რისი გაცნობის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ადვოკატის თქმით, მისთვის ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტაცია ჯერ არ მიუწოდებია. ამასთან, მამუკა ჭაბაშვილი სასამართლოში დასვამს მოთხოვნას, რათა ნიკა გვარამიას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდოს.
კომენტარი