სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამ საჯაიამ ივანიშვილის "ნაცარი მოაგროვა"

„ექსპრემიერი ხალხს თვალებში ნაცარს აყრის“ - ამ კონტექსტის შემცველი პოსტი დღეს ფეისბუქზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პარლამენტარმა მარიამ საჯაიამ გამოაქვეყნა. საჯაიამ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პრესკონფერენციიდან ფრაზები ამოკრიფა და ექსპრემიერის სიტყვებს ნაცარი უწოდა.

„ნაცარი:
• მეტი გავაკეთეთ იმაზე, რაც დავპირდით
• საწვავის თემებზე მუშაობა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე მე წარმომედგინა
• 100 საწარმო კი არ უნდა გახსნილიყო, მინიმუმ, 100 ახალი საწარმო უნდა შექმნილიყო. ერთ წელიწადში მოხდა 100 საწარმოზე მეტის გახსნა.
• ევროკავშირშიც შევალთ და რუსეთთანაც დავალაგებთ ურთიერთობას
• ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებდა, რომ ევროპა მათ აღმოაჩინეს
• მეზობელთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, მათ შორის, რუსეთთან. ოლიმპიადა ამის კარგი საშუალებაა
• საქართველოს დღეს ძალიან კარგი ხელისუფლება ჰყავს
• ოპოზიციის არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის, იწვევს ხელისუფლების ნაკლის გაღვივებას
• მე ვერ ვხედავ ძალას, რომელიც ევროკავშირში დაბრუნებას ხელს შეუშლის” -წერს საჯაია სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ დღეს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა. მილიარდერმა პრესკონფერენცია ჩაატარა და საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია გამართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100