21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს რეალისტი და იდეალისტი იქნებით. მაშინაც კი არ აღიარებთ დამარცხებას, როდესაც ეს აშკარა იქნება. გჯეროდეთ ბედნიერი დასასრულის და ყოველთვის გქონდეთ საკუთარი თავის იმედი. არ უნდა დაელოდოთ სხვების დახმარებას. წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიეთ.
კურო
საკუთარი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა მოგეცემათ, თუმცა, თავიდან ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ. მიმართეთ კონსულტაციისთვის მათ, ვინც უკვე გაიარა ეს რთული გზა. მიიღებთ რჩევას, როგორ მიაღწიოთ მიზანს.
ტყუპები
სამწუხაროდ, შემოსავალს გასავალი გადააჭარბებს. ამ დღეს საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენით თქვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდება. ფინანსურ საკითხებში პარტნიორის იმედი უნდა იქონიოთ. ძალების გაერთიანებით მეტ წარმატებას მიაღწევთ და საკუთარი შრომის შედეგით დატკბებით.
კირჩხიბი
ამ დღეს ამაღლებული განწყობა გექნებათ. ეს პერიოდი თქვენთვის წარმატებული იქნება ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ ფულის შეგროვება: ძალიან ღარიბული ცხოვრება სულიერ დისკომფორტს მოგანიჭებთ. მშვიდად შეაფასეთ საკუთარი მიღწევები, გააანალიზეთ, დაწყებული პროექტებიდან რომელი უნდა განახორციელოთ პირველ რიგში. ერთი სიტყვით, შექმენით ბაზა მშვიდი და ზომიერი ცხოვრებისთვის.
ლომი
ეს დღე შესანიშნავია ახალი ინფორმაციის მისაღებად, სწავლისა და ბიზნესისთვის. შეგიძლიათ, თამამად განახორციელოთ საკუთარი იდეები. თუმცა, დააკვირდით, რამდენად კანონიერად მოქმედებთ. ნუ ეცდებით ორმაგი სტანდარტების გამოყენებას – ეს საპირისპიროდ დაგიბრუნდებათ.
ქალწული
თქვენი მუშაობის ინტენსივობა გაძლიერდება. მოახდინეთ საკუთარი ძალების მობილიზება და სხვებსაც მოუწოდეთ კულტურული, სპორტული ან სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. შეეცადეთ, კოლექტივში ხალისიანი და მშვიდი ატმოსფერო შექმნათ, რათა ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდეთ ადამიანებს.
სასწორი
ეს დღე შესანიშნავია სპორტსმენი სასწორებისთვის, მოგზაურებისთვის და უბრალოდ, ენერგიული ადამიანებისთვის. მოჭარბებული ამბიციები და რისკისკენ მიდრეკილება კარგ შედეგს მოგიტანთ.
მორიელი
ნებისმიერი თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. თქვენი მაგნიტური გავლენა თქვენი საქმიანობის სფეროს გასცდება. თავდაჯერებულობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, თქვენს რჩეულს სერიოზული განზრახვები ჰქონდეს, თუმცა, შესაძლოა, იმასაც ფიქრობდეს, რომ მისთვის ჩვეულებრივი სათამაშო ხართ. ან პირიქით, ეს თქვენ გადაწყვიტეთ სხვის გრძნობებზე თამაში. ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზულობა გამოიჩინოთ. სიყვარულში გულგრილობა და თამაში ბოროტ ხუმრობად დაგიბრუნდებათ: მოგეწონებათ ერთი, თქვენ კი სხვას მოეწონებით.
თხის რქა
ორმაგი და საპირისპირო დღე გელოდებათ. საქმეები ხან დაგიმუხრუჭდებათ, ხან კი – პირიქით, აქტიურად იმუშავებთ. შესაძლოა, სამსახურში ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდეთ, რითიც თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა, ნუ იქნებით ზედმეტად ფრთხილი – არ გამოირიცხება სწორედ ის დაკარგოთ, რასაც ყველაზე მეტად უფრთხილდებით. აკონტროლეთ აზრები, ხოლო ხელშეკრულებების გაფორმება სასურველია, დროებით გადადოთ.
მერწყული
ამ დღეს ძალიან შთამბეჭდავი იქნებით. თუკი ვინმე საწყენ სიტყვას გეტყვით, თუნდაც, გაუაზრებლად, გული ძალიან გეტკინებათ. გარდა ამისა, შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის ინფექციამ შეგაწუხოთ. მოერიდეთ ნებისმიერი სახის ემოციას. შეეცადეთ, წონასწორობა და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თვალი ადევნეთ პროდუქტების ვარგისიანობას. უარი თქვით კონსერვირებულ საკვებზე. მიიღეთ ბევრი სითხე, სასურველია, კონსერვანტების გარეშე.
თევზები
ბევრს ოცნებობთ, რაც, პრინციპში, არაფერში გჭირდებათ. შესაძლოა, დაიბნეთ და მოტყუებული დარჩეთ. თქვენთვის დამახასიათებელია ეჭვები და შფოთვა. ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური.
კომენტარი