საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 4 ლიცენზიანტი შეემატა
24
აპრილს, ოლიმპიურ კომიტეტში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ოლიმპიური კომიტეტის
პრეზიდენტმა - გია ნაცვლიშვილმა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ და
კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა ჟურნალისტებს ის
სპორტსმენები წარუდგინეს, რომლებმაც ახლახანს სალიცენზიო ტურნირებზე ლონდონის
ოლიმპიადის საგზურები მოიპოვეს.
ბულგარეთში გამართულ მოჭიდავეთა სალიცენზიო
ტურნირზე სალიცენზიო ნორმატივი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა
(55კგ) და გიორგი გოგშელიძემ (96კგ), ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ
დათუნაშვილმა (74კგ) შეასრულეს. ამავე პერიოდში ტრაბზონში გამართულ შეჯიბრზე
ლონდონის ოლიმპიადის საგზური მერაბ თურქაძემ (56კგ) მოიპოვა.
გია
ნაცვლიშვილი:" მოკრივეებისგან 2 ლიცენზიას ველოდით, მითუმეტეს ისეთი
ვითარება შეიქმნა, რომ საგზურის მიღება ზოგიერთ წონაში 2 ბრძოლის მოგებითაც
შეიძლებოდა, თუმცა საბოლოოდ ერთ ლიცენზიას დავჯერდით. საერთოდ კი მერაბ თურქაძის
გამოსვლით კმაყოფილი ვარ, მას აქვს პოტენციალი ლონდონში მედლისთვის იბრძოლოს, რაც
ასეთი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის დიდი მიღწევა იქნება.
მოჭიდავეებმა 3
ლიცენზია აიღეს, ხინჩეგაშვილისგან და გოგშელიძისგან ამას ვეკლოდთი კიდეც, ზურაბ
დავითაშვილმა კი სასიამოვნოდ გაგაკვირვა, მან ძალიან მაღალ დონეზე იჭიდავა და
ოლიმპიადაზე წასვლის პრეტენდენტია, თუმცა ვნახოთ რას გადაწყვეტენ მწვრთნელები.
უახლოეს პერიოდში ლიცენზიოების რაოდენობის გაზრდას კიდევ ველდებით. მომავალ კვირაში
კიდევ მოგვიწევს შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ლიცენზიანტთა რაოდენობა გაცილებით
მეტი იქნება - ვიდრე ახლაა".
კახა
გეწაძე:" ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ლონდონში სრული გუნდით
წარვდგეთ. ახლახანს 3 ლიცენზია დაგვემატა. დღეს კი ნაკრები ჩინეთში მიემგზავრება და
იმედი მაქვს, რომ რამდენიმე საგზურს კიდევ დავიმატებთ. ჩინეთის შემდეგ კიდევ ერთი
სალიცენზიო ტურნირი ფინეთში ჩატარდება, ეს ორი შეჯიბრება მაქსიმალურად უნდა
გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ ლიცენზიების კვოტა მაქსიმალურად შევავსოთ და
გულშემატკივარი გავახაროთ".
კომენტარი