სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მემანიშვილი: აქეთ სექტანტი ნაციონალები, იქით ფანატიკოსი მეოცნებეები დააბრალებენ ერთმანეთს ,,პაჟარობანას"

ნიკა მემანიშვილი საქართველოში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით ასეთ სტატუსს აქვეყნებს:

დაიწყება ახლა ერთმანეთზე გადაბრალება, აქეთ სექტანტი ნაციონალები. იქით ფანატიკოსი მეოცნებეები დააბრალებენ ერთმანეთს ,,პაჟარობანას"... რეალურად რა ხდება ვერც ვერასდროს გავიგებთ. ჩვენ ხომ არ გვყავს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები...
პირადად მე არ მჯერა ამდენი ხანძარი ერთდროულად გაჩნდა სხვადასხვა რეგიონში.

ვის აწყობს ეს? ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს. უბრალოდ ყველაზე ამაზრზენი ის არის, პოლიტიკური მიზნების გამო რომ ანადგურებენ ბუნებას და წვავენ საკუთარ სამშობლოს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მჯერა, რომ ამდენ ადგილზე შემთხვევით ერთდროულად გაჩნდა ხანძარი.

ჩვენ არ ვუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანას და სხვა რომ არ გაგვიფრთხილდეს რა გასაკვირია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100