სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. პატრიარქი დარწმუნებულია, რომ საქართველო აუცილებლად დაადგება განვითარების გზას და ქართველი ხალხი შეინარჩუნებს ტრადიციებს. ეს კომენტარი უნეტარესმა ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებისთის გააკეთა.

„არსებობს სამი დიდი სიწმინდე: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი საკვირველი სამშობლო და ადამიანი - როგორც უდიდესი ფასეულობა. ხმა მივეცი მათ, ვინც დაიცავენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს წინსვლას, დაიცავენ ამ უდიდეს ფასეულობებს", - აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100