სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მამაკაცის ასოსთან მსგავსების გამო“ ევროპელმა იმამმა ქალებს ბანანი და კიტრი აუკრძალა

ეგვიპტურ საინფორმაციო ვებ-გვერდზე Bikya Masr-ზე დაყრდნობით დღეს სხვადასხვა ფორუმზე და მედიასაშუალებებში გავრცელდა ევროპელი იმამის ციტატა, სადაც იგი „მამაკაცის ასოსთან მსგავსების გამო“ მუსულმან ქალებს ბანანისა და კიტრის ჭამას უკრძალავს.

„არათუ არ უნდა ჭამონ, ახლოსაც არ უნდა გაეკარონ იმ ბოსტნეულს, რომლებიც ცუდ ასოციაციებს იწვევს“, - მოყვანილია ციტატა იმამის გამონათქვამიდან, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ.

იქვე ისიცაა განმარტებული, რომ საუბარია არა ამ საკვების მიღების აკრძალვაზე, არამედ იმაზე, რომ „ქალები დაცულები იყვნენ ცოდვაზე, ანუ, სექსზე ფიქრისგან“.

ამისთვის ინკოგნიტო იმამს საკმაოდ ორიგინალური მეთოდი მოუფიქრებია:

"თუ ქალებს მოუნდებათ ამ ბოსტნეულის მიღება, მაშინ ვინმე მესამემ, მამამ ან ქმარმა მას საკვები წვრილ ნაჭრებად უნდა დაუჭრას და ისე მისცეს“, - აღწერს საკვების მიღების პროცესს იმამი. იმ ბოსტნეულთა შორის, რომლებიც უხერხული ასოციაციების გამო იმამის მიერ შერისხულთა სიაში აღმოჩნდა, სტაფილო და ბადრიჯანიც მოხვდა.

იმამის გამონათქვამები მალე იქცა განხილვის საგნად და პროგრესულად მოაზროვნე მუსულმანთა რისხვა გამოიწვია. იდეას ბევრი მათგანი ხმამაღლა უწოდებდა უაზრობასა და „ღვთის სახელის გამოყენებით სისულელის გამოცხადების მცდელობას“.

მეორე მხრივ, როგორც გაზეთი The Times of India იტყობინება, აღნიშნული ინფორმაცია ბევრგან დაპირისპირების საგნადაც იქცა, რადგან ზოგიერთებმა ის გამოიყენეს, როგორც როგორც ულტრაკონსერვატიულ მუსულმანურ საზოგადოებაში ქალის ჩაგვრის კლასიკური ნიმუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100