თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა და კიდევ ოთხმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ და ირინა ფრუიძემ “ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ამ დეპუტატებისთვის პრინციპული საკითხი იყო პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების დამტკიცება. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ კი მათი თქმით, მათთვის ერთადერთი სწორი ნაბიჯი უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება იყო.
ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, თამარ ხულორდავამ განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და გუნდის სხვა წევრებმა იცოდნენ, რომ მათთვის ეს საკითხი განსაკუთრებულად პრინციპული იყო.
თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებს, რომელსაც ტოვებს. ის ასევე მიდის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოდან. ქაცარავა ტოვებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ხულორდავა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს.
კომენტარი