აქსის თაუერსი - თანამედროვე თბილისის სახე და დედაქალაქის ყველაზე მაღალი შენობა "დედამიწის საათის" დადგომისას ერთი საათით ჩაბნელდება
აქსის თაუერსი - თანამედროვე თბილისის სახე და დედაქალაქის ყველაზე მაღალი შენობა დღეს, "დედამიწის საათის" დადგომისას 20:30-დან 21:30 საათამდე ჩაბნელდება და მსოფლიოს ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან ერთად შეუერთდება კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების ცვლილების შესახებ ცნობადობის ამაღლების მხარდამჭერ აქციას.
„დედამიწის საათი“, პირველად სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლურ ღონისძიებად სიდნეიში 2007 წელს გაიმართა და მას შემდგე ყოველწლიურად მარტის ბოლოს, 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საყოველთაო გარემოს დაცვითი მოძრაობა უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანი ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მიმართ ცნობადობის ამაღლებაა. 2018 წელს „დედამიწის საათის” გლობალური თემაა კლიმატის ცვლილება, რადგან სწორედ კლიმატის ცვლილებაა ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი გამოწვევა. კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ასევე გამოკვეთილი და მწვავე საკითხია ბიომრავალფეროვნების შემცირების მაღალი ტემპი. საზოგადოება ამ საკითხის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული. სწორედ ამიტომ, წლევანდელ „დედამიწის საათზე“ კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიომრავალფეროვნების შემცირების პრობლემას გაესმევა ხაზი.
კომენტარი