NDI - გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება", 15%-ისთვის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არ იცის - 10%-მა. მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ყველაზე ახლოს დგას გამოკითხულთა 5%-ისთვის, "პატრიოტთა ალიანსი" - ასევე 5%-თთან. "თავისუფალი დემოკრატები" - 4%-თთან, "ლეიბორისტული პარტია" - ასევე 4%-თან, ხოლო სხვა პარტიები 6 %-თან.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და ”CRRC – საქართველო” ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.
კომენტარი