სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველებო, დღეიდან, ქუჩაში ალერსი 300-500 ლარი დაგიჯდებათ

საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ამავე ადგილას ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ამ მიმართულებით გადახედვის წინადადებით მიმართა და კანონში კონკრეტული ფულადი ჯარიმების განსაზღვრის ინიციატივით გამოვიდა.

კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, "ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით".

ამავე პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100