სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება:

12 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.
13 მარტს დასავლეთ საქართველოს რეგიონებზე შავი ზღვის სამხერეთ - დასავლეთიდან მოსალოდნელია თბილი ჰაერის მასების გავრცელება. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოზე გავლენას მოახდენს კასპიის ზღვის ჩრდილო - აღმოსავლეთიდან გავრცელებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100