სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ფოტო ამ გოგონასთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგან 24 საათში საკუთარმა მეუღლემ გაგუდა

7 თვის პატარა გოგონა მოულოდნელად დაობლდა, რაც საკუთარმა მამამ დედა მოუკლა. 31 წლის მარკ მაჰონიმ თავისი მეუღლე ვიკი ჰალი გაგუდა, დატოვა მკვლელობის ადგილი და თავის საყვარელს მესიჯი მიწერა სიტყვებით: „მე მინდა დავბრუნდე და ისევ ერთად ვიყოთ, პატარავ, გთოხვ“.

ვიკიმ და მარკმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს და მათი ურთიერთობა პირველივე პაემნიდან დაიწყო. ერთ წელში კი გოგონა შეეძინათ.

ვიკიმ სიკვდილამდე თავის ახალშობილ გოგონასთან გადაიღო ფოტო და ფეისბუქზე განათავსა. ქალმა არც კი იცოდა, რომ ეს ფოტო მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდებოდა.

რამდენიმე საათში ოჯახური ბარბექიუ გაიმართა მათ სახლში, რის შემდეგაც ვიკის მამა წყვილთან დარჩა ღამის გასათენებლად და მეორე სართულზე ერთ-ერთ საძინებელში დაბინავდა. დილით კი, როდესაც პირველ სართულზე ჩამოვიდა, შვილი მკვდარი დახვდა დივანზე. მარკი ამ დროს უკვე გაქცეული იყო სახლიდან. პოლიციამ დამნაშავე მალევე დააკავა, მან კი თავის მართლების მიზნით აღნიშნა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და მსგავსი არაფრის გაკეთება უნდოდა. როგორც გაირკვა, წყვილს კამათი მოსვლია, მარკმა ყელში წაუჭირა ხელები და მანამდე არ გაუშვა, სანამ გოგომ სუნთქვა არ შეწყვიტა. დამნაშავემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევამდე არასდროს არ მოქცევია მეუღლეს უხეშად.

მარკს სასამართლოს გადაწყვეტილებით 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100