"თოვლი იმატებს და იმატებს, გამოიჩინეთ გულისხმიერება, რომ ჩავაღწიოთ ოსკარზე" - ქართველი მსახიობები სტამბულში ჩარჩნენ
"ოსკარზე" წასული ქართველი მსახიობები შველას ითხოვენ. ია სუხიტაშვილი, მიშა მესხი და გიორგი ნაკაშიძე გუშინ სტამბულშ გაფრინდნენ, თუმცა დიდთოვლობის გამო ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებენ. როგორც ცნობილია ყველა რეისი გადაიდო.
"ვითხოვ სასწრაფოდ დახმარებას, სტამბულის აეროპორტში უკვე 20 საათზე მეტია, ჩავრჩით საშინელი დიდთოვლობის გამო, ყველა რეისი გადადებულია გაურკვეველი ვადებით, კონსულის საკონტაქტო ნომერი გვჭირდება, მომწერეთ პირადში, თოვლი იმატებს და იმატებს, გამოიჩინეთ გულისხმიერება, რომ ჩავაღწიოთ ოსკარზე. წინასწარ მადლობას გიხდით." - წერს "ფეისბუქზე" ია სუხიტაშვილი.
კომენტარი