საქართველოს ბანკმა და DEG–ემ 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს
თბილისი, 24 ოქტომბერი, 2014 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებამ (DEG) ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. სესხის ვადა შეადგენს 5 წელს და განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის საქართველოში.
„საქართველოს ბანკსა და მისი დიდი ხნის პარტნიორს, DEG–ს შორის დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ხაზს უსვავს საქარველოს ბანკის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში. ხსენებული ფინანსური რესურსი შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ დაფინანსებაზე წვდომა ჩვენი კლიენტებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში და კიდევ უფრო გავზარდოთ ბანკის კონკურენტულობა მოცემულ სექტორში,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
„საქართველოს ბანკისა და DEG–ს შორის პარტნიორობა უკვე თითქმის თხუთმეტ წელს ითვლის. მოხარული ვართ, გამოვყოთ კიდევ ერთი გრძელვადიანი დაფინანსება ჩვენი დიდი ხნის პარტნიორისთვის, რომელიც განკუთვნილია ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი კლიენტებისთვის. ამრიგად, ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ფინანსური სექტორის გაძლიერებაში და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასა და შენარჩუნებაში,“ განაცხადა ინგრიდ ვან ვეესმა, DEG–ს უფროსმა დირექტორმა აზიასა და ევროპაში.
###
DEG–ს შესახებ
DEG, KfW–ის შვილობილია, რომელიც ერთ–ერთი უმსხვილესი განვითარების ფინანსური ინსტიტუტია ევროპაში. 50 წელზე მეტია, DEG ახდენს კერძო კომპანიების ინვესტიციების დაფინანსებასა და სტრუქტურირებას, განვითარებადი და აღმოცენებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. DEG ინვესტირებას ახდენს მომგენიან პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრად განვითარებას ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, წარმოება თუ მომსახურების სფერო. ფინანსური სექტორი ასევე წარმოადგენს ორგანიზაციის ფოკუსს, ადგილობრივად საინვესტიციო კაპიტალზე წვდომის ხელშეწყობისთვის. DEG–ს მიზანია, გავნვითარებად და აღმოცენებადი ბაზრების ქვეყნებში კერძო საწარმოს სტრუქტურების ჩამოყალიბება და განვითარება, შედეგად კი მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ბაზისის შექმნა.
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
კომენტარი