სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 აპრილის აქციას ,,თავისუფალი ზონა- ქუთაისიც” შეუერთდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ 19 აპრილის აქციას ორგანიზაცია ,,თავისუფალი ზონა- ქუთაისიც” შეუერთდება.

ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და ხელოვანი ადამიანების ინიციატივით ჩამოყალიბდა.

მათი თქმით, ისინი მხარს ქვეყნის დასავლურ კურსს, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციაში მონაწილეობით მთავრობას საგარეო პოლიტიკური კურსის დასავლური ორიენტაციის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებენ.

დღეს ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. ქალაქის მერის ბესიკ ბრეგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ახლად შექმნილმა ფრაქციამ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა გაახმოვანეს.

ახალი მერის ასარჩევად განაცხადებს სპეციალური კომისია მიიღებს, რომელიც საკრებულოს წევრებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ახალი მერის შერჩევამდე, ქალაქის მერის მოვალეობას ბესიკ ბრეგაძის ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს. საკრებულოს სხდომა დღის 2 საათზე გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100