დღე-ღამეში საქართველოში 79 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 79 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 545 033 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 488 661, გარდაიცვალა 7 329 პაციენტი.
კომენტარი