"23 წლის ბიჭი 10 დღის შერთული მეუღლითა და უამრავი გეგმით" - ნახეთ, რას წერენ ბათუმში მშენებლობაზე დაღუპული მუშის შესახებ
სოციალურ ქსელში ლაშა მესხი ბათუმში დაღუპული 23 წლის მუშის შესახებ ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"გული მომიკვდა, ამ დავიდარაბაში როგორ მიიჩქმალა 23 წლის სიცოცხლით სავსე ბიჭის დაღუპვის ამბავი.
ფეისბუქზე რა ფოტოებიც უდევს, სულ შრომობდა, სულ იღწვოდა... „ყველაფერჩიკს“ ეძახდნენ.
კაპიკების გამო მუშაობდა დაცვაში, მარკეტში და ბოლოს მშენებლობაზე...
ყველაზე დაუცველია მუშათა კლასი ამ ქვეყანაში... მათი დაცვა არ გადის ნეტა სადმე „მორალურ“ თუ „ღირსების“ საზღვარზე?
არ ვიცი, არ ვიცი...
გული მიკვდება...
23 წლის ბიჭი... 10 დღის წინ შერთული მეუღლით, უამრავი გეგმითა და რაც მთავარია სიცოცხლის და შრომის სიყვარულით...
ეჰ..."
კომენტარი