სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დევნილთა ბანაკში დამლაგებელმა 30 ბავშვი გააუპატიურა

თურქეთის დევნილთა ბანაკში სირიიდან დევნილი 30 ბავშვი გააუპატიურეს. საუბარია 8-12 წლის მამრობითი სქესის ბავშვებზე. ამის შესახებ გამოცემა BirGün იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია იმ ბანაკზე, რომელიც 23 აპრილს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მოინახულეს.
გამოცემა წერს, რომ გაუპატიურების ფაქტები ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა, დამნაშავე უკვე დაკავებულია. ის გაზიანთეფის პროვინციაში მდებარე ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100