ოს სეპარატისტებს რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება სურთ
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ენის სტატუსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ. ოსური მედიის ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერის შესაბამისი განკარგულება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეფერენდუმის ჩატარება 2011 წლის 11 სექტემბერს იგეგმება. რეფერენდუმზე გამოტანილი კითხვა შემდეგნაირი იქნება: - "თანახმა ხართ თუ არა, რომ სახელმწიფო ენებად სამხრეთ ოსეთში ოსური და რუსული ენები იყოს?".
კომენტარი