სურვილები ხდება
რატომ გვიყვარს ახალი წელი? რატომ არის ის სიხარული,
რომელიც აღნიშნულ დღეს უკავშირდება, ასეთი უნივერსალური? იმიტომ, რომ სტრესი, ყოველდღიური
საფიქრალი თუ პასუხისმგებლობები, რაც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ფერმკრთალდება
და თითოეული ჩვენგანი თითქოს საკუთარი თავის ოდნავ უკეთესი ვერსია ხდება. ამით აიხსნება
ფანჯრებსა და აივნებზე ლამაზად გადმოფენილი საახალწლო განათებებიც, რომლებითაც არამხოლოდ
საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებსაც ვუქმნით განწყობას, სრულიად უსასყიდლოდ. რატომ?
იმიტომ, რომ ყველას უყვარს, როდესაც სხვებზე ზრუნავს, ყველა ადამიანს უხარია, როდესაც
სიკეთეს აკეთებს... და თუ ვინმეს ეს ბედნიერებას არ ანიჭებს, მეტყველებს იმაზე, რომ
ჯერ საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ მეტი რამ უნდა შეიმეცნოს.
ახალი წლის პერიოდში თითქოს ადამიანები ნაკლებ
ყურადღებას ვამახვილებთ იმ სხვაობებზე, რომლებითაც პოლარიზებულნი ვართ, ნაკლებად ვაკვირდებით,
ვინ იზიარებს ჩვენს შეხედულებებს და უფრო მეტად ჯადოსნურ ღამეებზე, სურვილებისა და
ოცნებების ასრულებაზე ვფიქრობთ... მარტივად
რომ ვთქვათ, აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რაც გვაერთიანებს და არა იმაზე, რაც გვყოფს.
ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უოცნებია სასურველ
ქვეყანაში მოგზაურობაზე ან თუნდაც რომელიმე მანქანზე. ოცნების არსიც ხომ ის არის, რომ
დაისახო შედარებით რთულად მისაღწევი მიზანი, ამოწურო საკუთარი შესაძლებლობები და შემდეგ
სამყაროს ჯადოსნური კანონზომიერებებით დაელოდო მის ახდენას... თუ, რა თქმა უნდა, ოცნების
ოცნებადვე დარჩენა არ გსურს...
თუმცა, ოცნებების კორიანტელში, ადამიანებს ხშირად
გვავიწყდება, რომ ის, რაც ჩვენთვის თითქოს ყოველდღიურობაა და არაფერს განსაკუთრებულს
არ წარმოადგენს, სხვა ადამიანისთვის შეიძლება ოცნება იყოს. სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს ელემენტარული ყურადღება
და ზრუნვა ბევრ ადამიანს აკლია და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არცერთი მოხუცი
აღარ ოცნებობდეს იმ ელემენტარულ ზრუნვასა და ყურადღებაზე, რომელიც თითქოს ჩვენი ყოველდღიურობის
ნაწილია... და საქართველოში არცერთი მოხუცი აღარ უნდა ოცნებობდეს ახალ წელს ნაძვის
ხეზე!
გორგია გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ,
თქვენი ოცნებები და სურვილები რეალობად გქცეოდეთ... ზუსტად ისე, როგორც ვალერი ბაბუას!
კომენტარი