სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხიდი კურტ კობეინის საპატივსაცემოდ

ვაშინგტონის ერთ-ერთ ხიდს, უახლოეს მომავალში ჯგუფ „Nirvana“-ს სოლისტის, კურტ კობეინის საპატივსაცემოდ, მუსიკოსის სახელს უწოდებენ. ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების მედია იუწყება.

ხიდს, რომელზეც საუბარი მიმდინარეობს, დღეისათვის, „Young Street Bridge“ ეწოდება. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ხიდს ახსენებს კობეინი სიმღერაში, „Something in the Way“. ეს სიმღერა 1991 წელს ჩაწერილ ალბომში, „Nevermind“-ში შევიდა.

27 ივლისს, შტატის ადგილობრივი ხელისუფლება განიხილავს საკითხს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა შესაძლებელი ხიდისთვის სახელის გადარქმევა. ვარაუდობენ, რომ აზრი ორად გაიყოფა, ბევრი თვლის, რომ კობეინის ცხოვრების რამდენიმე დეტალმა, შესაძლოა, შტატის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედოს.

2011 წელს, შტატის ქალაქ აბერდინში, კობეინის გიტარის საპატივსაცემოდ, ძეგლი დადგეს. სკულპტურა მუსიკოსის საკონცერტო გიტარის ქვის ანალოგია. ინსტრუმენტზე მიკრულია მეტალის ლენტი, რომელზეც გამოსახულია ციტატა, „Nirvana“-ს სიმღერიდან, „On a Plain“: „One more special message to go and then I'm done and I can go home".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100