სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჰარი პოტერი“ კვლავ ლიდერია

15-17 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლადგამოსულ ფილმებს შორის, „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: მეორე ნაწილი“ ლიდერობდა. „ჰარი პოტერის“ უკანასკნელმა ნაწილმა, გამოსვლიდან პირველივე შაბათ-კვირას, 168,55 მილიონი ამერიკული დოლარის მოგროვება შეძლო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილმის პრემიერა 15 ივლისს შედგა და მან პირველივე დღეს, 92.1 მილიონი ამერიკული დოლარი შეაგროვა.

მეორე ადგილზე გადაინაცვლა გასული კვირის ლიდერმა: „ტრანსფორმერები 3: მთვარის ბნელი მხარე“. ამჯერად, ფანტასტიკური ჟანრის ფილმმა 21.25 მილიონი ამერიკული დოლარის მოგროვება შეძლო, გამოსვლიდან სამი კვირის განმავლობაში კი, სულ 302.8 მილიონი ამერიკული დოლარის. მესამე ადგილას კი, კომედია, „საშინელი უფროსები“ დასჯერდა. ამ უკანასკნელმა, შაბათ-კვირას 17.63 მილიონის, გამოსვლიდან ორი კვირის მანძილზე კი, 60 მილიონი ამერიკული დოლარის შეგროვება შეძლო.

მეოთხე ადგილზე კიდევ ერთი კომედია, „ჩემი მეგობარი ზოოპარკიდანაა“, აღმოჩნდა. მან შაბათ-კვირას 12.3 მილიონის, ორი კვირის მანძილზე კი 42.4 მილიონი ამერიკული დოლარის შეგროვება შეძლო. მეხუთე ადგილი ანიმაციურ ფილმს, „მანქანები 2“-ს ერგო, 8.3 მილიონი ამერიკული დოლარით. ანიმაციამ, გამოსვლიდან დღემდე, 165 მილიონი ამერიკული დოლარი მოაგროვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100