EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება
EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია იუწყება.
ირკვევა, რომ პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციები ორივე ქვეყანასთან 25 ივნისს, ლუქსემბურგში გაიმართება.
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის ზოგადი პოზიციები, მათ შორის მოლაპარაკებების ჩარჩოები. ეს გზას უხსნის მოლაპარაკებების დაწყებას 25 ივნისს ლუქსემბურგში“, - წერია განცხადებაში.
უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით დაამტკიცა გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოები. 25 ივნისს კი უკრაინა-ევროკავშირის სამთავრობათაშორისო კონფერენცია გაიმართება, რაც მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებას აღნიშნავს.
"ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს უკრაინა მომავალ კვირას დაიწყებს" - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
კომენტარი