ისტორიული ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“
22-25 სექტემბერს თიბისი
კონცეპტი და „მოგზაური“ გთავაზობთ რიგით
მესამე „კონცეპტ თავგადასავალს“ ოთხდღიან, ისტორიულ ტურს ტაო-კლარჯეთში.
მოგზაურებს მეგზურობას ისტორიკოსი ბუბა
კუდავა და მუსიკოსი, ფოტოგრაფი ნოდარიკო ხუციშვილი გაუწევენ. ბუბა კუდავა ამ
მხარეში 20 წლიანი მოგზაურობის, სამეცნიერო ექსპედიციების და ძეგლების თუ
ისტორიული ადგილების კვლევების საფუძველზე დაგროვილი ცოდნა-გამოცდილებით, ჩვენი
ქვეყნის წარსულში გვამოგზაურებს.
„ტაო-კლარჯეთი თავისი 700-ზე მეტი ეკლესიით, ციხე-სიმაგრეებით
თუ არქეოლოგიური ძეგლებით ერთი ამოუწურავი სამყაროა, ერთი უზარმაზარი წიგნია, კითხვას
თუ შეჰყევი, ვერასოდეს რომ ვერ დაასრულებ, ერთი უშველებელი ამბავია, მოყოლა თუ დაიწყე,
რომ ვერ დაამთავრებ...
ტაო-კლარჯეთი ციხე-ქალაქებითა და ციხე-სიმაგრეებით ნაქსოვი
პერანგია, სახელმწიფოებრიობის სათავეებია, ქართული კულტურის ერთი ვეებერთელა სახლია,
ბუნების მრავალფეროვნების ფეიერვერკია, წარსულში მოგზაურისთვის დაუსრულებელი თავგადასავალია“
- ბუბა კუდავა.
ნოდარიკო ხუციშვილი, კი მუსიკალური ნოტების
პარალელურად, მოგზაურობაში შეგროვებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების პიზიტიურ
გავლენებს გაგვიზიარებს.
ტური „სათავეები: მიბრუნება ტაო-კლარჯეთთან“ იქნება მცდელობა ერთიან კონტექსტში
გავიაზროთ ქართული კულტურის და მემკვიდრეობის მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა, ვიფიქროთ
ჩვენივე იდენტობის არსსა თუ რაობაზე, სახელმწიფოებრიობის ისტორიის სათავეებიდან ტაო-კლარჯეთის
ტერიტორიაზე შემორჩენილ ქართულ ნაკვალევამდე.
ტურის ფასი 1 ადამიანზე - 1680 ₾ (20%-იანი ფასდაკლებით
კონცეპტის მომხმარებლებისთვის).
ტურზე რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე გრძელდება. რეგისტრაციისთვის,
გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00. ტურის
შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ „მოგზაურის” გუნდს: 599 380
817; 599 908 906.
ტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:
https://link.tbc.ge/Concept-Tour
კომენტარი