სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი ლექსით თქმული სათქმელი: "მათ ეშინიათ ჩვენი და "მეგობრობით" გვკლავენ..."

აბელ!

გამოჭრილი აქვს ყელი,

ვით კრავს, ცხრა აპრილს, აბელ,

მათ ეშინიათ ჩვენი

და გალობის ჟამს გვკლავენ.

გამორთული აქვთ დენი,

სანთლებს გვიქრობენ, აბელ,

მათ ეშინიათ ჩვენი

და სიბნელეში გვკლავენ.

ცოდვილთ ცოდვილი გენი,

კვლავაც სულს უღრღნის, აბელ,

მათ ეშინიათ ჩვენი –

და „მეგობრობით“ გვკლავენ.

მაგრამ ამოდის მზე და –

გულზე მიხაკებს გვაბნევს,

მოდის რუსთველზე დედა

და ჩვენ დაგვეძებს, აბელ!

საფლავებიდან ვდგებით,

აბელ, ხომ ხედავ, აბელ!

მათ ეშინიათ ჩვენი –

და აღდგომის ჟამს გვკლავენ.

მორის ფოცხიშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100