თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ონლაინ მაღაზია ექნება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს პირველი ონლაინ ბრენდმაღაზიის (https://www.tsustore.ge/home) პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი თსუ-სა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. თიბისის და თსუ-ს თამანშრომლობა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების დაგეგმვის გარდა, უნივერსიტეტის მარკეტინგული კომუნიკაციის ხელშეწყობასაც გულისხმობს.
https://www.tsustore.ge/home -ზე წარმოდგენილია სამოსი და აქსესუარები თსუ-ს ბრენდირებით. ონლაინ მაღაზიით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, ისე კურსდამთავრებულებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
უნივერსტეტისთვის შექმნილი დიზაინით გაფორმებული ნივთები მუდმივად განახლდება. თსუ -ს სტუდენტები და თანამშრომლები უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.
https://www.tsustore.ge/home -ის მსგავსი მაღაზია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან უნივერსიტეტს აქვს. დღეიდან მათ თსუ-ც შეუერთდა.
კომენტარი