სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი წარედგინათ

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმეზე, მენაშენეთა თანხების მითვისების მუხლით, ბრალი წარედგინათ მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს. მათი ქონება კი დაყადაღებულია.

ასევე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი, პარტნიორი და დირექტორი ივანე ცაგურია.

"ცენტრ პოინტ ჯგუფის" გარდა, მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირებისა და კომპანიების არაერთი უძრავი ქონებაც დაყადაღებულია. ასევე დაყადაღებულია შპს "დექსუსისა" და მასთან დაკავშირებული კომპანიის შპს "ალიანს კაპიტალის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარედგინა, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობას გულისხმობს. ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მითვისებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ივანე ცაგურიას, მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მას ასევე ბრალად ედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვა, რაც გათვალისწინებულია 182-ე მუხლით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100