"ჩვენ მარტო გავაგრძელებთ ბრძოლას. გადაწყვიტეს განადგურება, მაშინ ჩაგვხოცონ იქ" - შუა რუსთაველზე 2 კარავი დაიდგა და იქ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რჩება
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ზაზა სარალიძის თქმით, კარვებს რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადაიტანენ და თვითონ და მალხაზ მაჩალიკაშვილი, იქ გააგრძელებენ პროტესტს:
„მე და ბატონმა მალხაზმა მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ჩანს სისტემამ გადაწყვიტა ჩვენი განადგურება, მე მინდა მოვუხმო რამდენიმე ჩვენს მეგობარს, რომ კარვები გადავიტანოთ გზაზე, ჩვენ მარტო გავაგრძელებთ ბრძოლას. გადაწყვიტეს განადგურება, მაშინ ჩაგვხოცონ იქ! ჩვენი შვილებისთვის თავს გავწირავთ.“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სარალიძის უცვლელ პირობად მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დამფარავების დასჯა რჩება.
კომენტარი