საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას- bogpay.ge-ს ახალი ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ბანკი
მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროდუქტებისა თუ
სერვისების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებლისთვის
ახალი ფუნქციონალი დაამატა. კერძოდ, საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმის - bogpay.ge-ის
მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის ანგარიშზე მომენტალურად
ასახვა უკვე შესაძლებელია. თანხის გამოყენებას
მომხმარებელი ჩარიცხვისთანავე შეძლებს.
,,მოხარულები ვართ,
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დავნერგოთ, რაც გულისხმობს bogpay.ge-ის
მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის მომენტალურად ასახვის
შესაძლებლობას. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი
პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას. სამომავლოდ
კი ვგეგმავთ, პლატფორმას კიდევ არაერთი სიახლე
დავამატოთ“- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
bogpay.ge
წარმოადგენს საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას,
რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი
სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება, თანაც ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე.
ციფრული
პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. bogpay.ge-ზე
უკვე ხელმისაწვდომია 400-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან.
ამ ეტაპზე სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით, მოგვიანებით
კი დაემატება აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე.
კომენტარი