სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 სექტემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +26 გრადუსი და წვიმა იქნება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მესტიაში იწვიმებს და +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. +25 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. გორში +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი გუდაურშიც, დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და +21 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც წვიმაა ნავარაუდები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100