სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ვიდეომიმართვით ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ვიდეომიმართვით ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი, Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ ივანიშვილს მართლაც მოუხდება წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ქართველი ხალხისთვის.

"გავეცანი, ივანიშვილის ე.წ. წასვლის შესახებ განცხადებას - რამდენჯერ უნდა ჩაგვთვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?! რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საზოგადოებას არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების და ანალიზის უნარი?! დამდენჯერ უნდა დაგვცინოს?! ახლა ყვება, რომ თურმე 2012 წლის არჩევნები გაყალბდა. თუ გაყალბდა, ხელისუფლება როგორ გადაეცა მას. ყვება, რომ არჩევნები ახლა კარგად ჩატარდა, რომელიც მან წააგო და იმის ნაცვლად რომ ხელისუფლება გადაეცა ოპოზიციის კოალიციისთვის, ჩაიდო ჯიბეში და თურმე, ეს არჩევნები არ გაყალბებულა. ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმან, რომ მისი თქმით, სიღარიბე, არის ობიექტური რეალობა საქართველოში და ამას უნდა შევეგუოთ. ნურას უკაცრავად, სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან 5 მილიარდი დოლარი ამოაცალა საქართველოს მოსახლეობას ჯიბეებიდან, ბოლო 8 წლის განმავლობაში. სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან დააპაუზა და გააჩერა ქვეყანა. ქვეყანაში ეკონიმიკური ზრდა დოლარის გამოხატულებაში, არის 0%. სიღარიბე პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ლარის კურსი დაეცა ზუსტად ორჯერ. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში და მთავარი მევახშე და ბანკირი საქართველოში არის სწორედ ივანიშვილი, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს. სიღარიბე პირდაპირი შედეგია იმისა, რომ არის ნეპოტიზმი და თუ პატრინი არა გყავს მის ბანდაში, ვერაფერს ვერ აღწევ. ეს არის პირდაპირი შედეგი უსამართლო და უკანონო სისტემისა, რომელიც გაბატონდა საქართველოში. არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, როგორც თვითონ მოუწოდებს, გაყაროს საზღვარგარეთ.

მას მართლაც მოუწევს წასვლა, ოღონდ წასვლა ისე კი არა, რომ ფორმალურად ჩემ "შნირებს" გადავაბარე ხელისუფლება. ის ამდენი წელია, არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს. ის მართლაც წავა, მას მოუხდება წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ქართველი ხალხისთვის, რომელმაც ის დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებზე. ასევე, მას მოუხდება ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ამოღებული ქონების დაბრუნება. საქართველოს ეკონომიკა არის განადგურებული, ქართული ოჯახები არის ფეხქვეთ გათელილი და ეს სამართლიანობა უნდა აღდგეს, ეს ასე მოხდება. ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაშ, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება ურჩხულის მარწუხებისგან," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ წერილში წერს, რომ მისია შეასრულა და პოლიტიკიდან მიდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100