სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგა გრიგოლიამ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

‘’ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ინგა გრიგოლიამ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, ცესკოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

„ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა - გპასუხობთ: იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ‘’ქრისტიან-დემოკრატები" გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას“, - წერს გრიგოლია facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„ინტერნეტ.ჯი“ გრიგოლიასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა მისი საკონტაქტო ტელეფონი გამორთულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100