სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასტრახანში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თხუთმეტამდე გაიზარდა

ასტრახანში აფეთქებული კორპუსის ნანგრევებში, კიდევ ორი გარდაცვლილის გვამი აღმოაჩინეს. დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. პირველად მაშველებმა ნანგრევებში მამაკაცის და გოგონას გვამი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას ასტრახანის სამართალდამცველები ავრცელებენ.

"ინტერფაქსის" ცნობით კი, დაღუპულთა რიცხვი 15-ზე მეტია. ბოლო მონაცემებით, სულ 26 კაცია გადარჩენილი, მათ შორისაა ის ხალხი, ვინც ნანგრევებიდან ამოიყვანეს. 7 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები, საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილნი.

bbc-ის ცნობით, აფეთქების მიზეზი, რომელმაც კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოშალა, შეიძლება თვითმკვლელობის მცდელობა ყოფილიყო. "აფეთქება, სავარაუდოთ, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე მოხდა, სადაც ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდა მამაკაცი, რომელიც ხშირად ლაპარაკობდა სუიციდზე და ხშირად ტოვებდა გაზის კამფორებს მოშვებულს. როგორც ჩანს, აფეთქებაც ამ დროს მოხდა", - განაცხადა რუსეთის საგამოძიებო სამსახურის თავმჯდომარემ სერგეი ბობროვმა.

ჩამოშლილი კორპუსის მაცხოვრებლებს, კომპენსაციის სახით, საცხოვრებელ ბინას და 1 მილიონ რუბლს მისცემენ. ასტრახანის ერთ-ერთი ხელმძღვანელის კონსტანტინ მარკელოვის განცხადებით, ყველა დაზარალებულს იმის ეკვივალენტური ფართის ბინა გადაეცემა მფლობელობაში, რომელშიც იგი ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ასტრახანში ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში მოხდა, მთავარ მიზეზად კი გაზის აფეთქება სახელდება. ამ ფაქტს ადასტურებს 80-ის მეტრის რადიუსში ნაპოვნი ნახევრად დამდნარი ფანჯრის მინები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100