სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვი ორი სახით

პაკისტანის ქალაქ რავალინდში ბავშვი ორი სახით დაიბადა: ორი ცხვირით, ორი წყვილი ტუჩითა და თვალებით. მსგავსმა მუტაციამ არა მარტო მშობლები, არამედ მედიკოსებიც გააოგნა. ექიმების თქმით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ისინი ახალშობილის სამომავლო ბედზე ღელავდნენ.

„თუ ბავშვი იცოცხლებს, მას საშინელი ტანჯვა ელის. ეს ბუნების ბოროტი ხუმრობაა!“ - აღნიშნავდნენ ექიმები.

ახალშობილის დედას, შარხიდ პერვენს უკვე ჰყავდა ორი სრულიად ჯანმრთელი შვილი, სწორედ ამიტომ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იყო ასეთი რამ თავს დასტყდომოდა.

ეს ფაქტი 2011 წლის ოქტომბერში მოხდა. რა მდგომარეობაშია ახლა ბავშვი და გადალახა თუ არა კრიტიკული ეტაპი, ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100