სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გრანდიოზული სიახლე უნიქარდში-უნიქარდი და სოკარი პარტნიორები გახდნენ!

უნიქარდში გრანდიოზული სიახლეა - მომხმარებლებს ქულების დაგროვება უკვე სოკარის ქსელშიც შეუძლიათ.

სოკარი ნავთობ პროდუქტებში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს, როგორც ბენზინსა და დიზელს, ასევე გაზს. იგი ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა და მთელი საქართველოს მასშტაბით ფართო ქსელს ფლობს, 100-ზე მეტ ბენზინ და გაზგასამართ სადგურს.

სოკარის საწვავი უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი დონის სერვისსა და ჩასხმის სიზუსტეს.

უნიქარდის მილიონზე მეტ მომხმარებელს ახლა უკვე საშუალება აქვს ისარგებლოს, როგორც არსებული პარტნიორების, ასევე სოკარის ქსელით და დააგროვოს ქულები უნიქარდზე.

„უნიქარდში გრანდიოზული სიახლეა-შემოგვიერთდა კომპანია სოკარი. ქართული ბაზრის გიგანტურ კომპანიასთან პარტნიორობის დაწყება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და ეჭვი არ მეპარება უნიქარდის მილიონზე მეტ მომხმარებელს ძალიან გაეხარდება ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი ნავთობ პროდუქტებისა და გაზის სექტორში. სოკარი ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების ლოიალობაზე და მათ დამატებით შესთავაზა უნიქარდი. “-აცხადებს უნიქარდის დირექტორი ბესო აბულაძე.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან უნიქარდს შემოუერთდა ისეთი კომპანიები, როგორიცაა MClab-ის რესტორნების ქსელი- ლოფტი, მანდარი,საკურა, ბუფეტი, ვონგი, ტექნიკის მაღაზიათა ქსელები- არაი, ოქეი და ტექნიკის ჰიპერმარკეტი მეტრო მარტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100