სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტმა რუსულ ტელეარხ "დოჟდს" ინტერვიუ მისცა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსულ ტელეარხ "დოჟდს" ინტერვიუ მისცა. წამყვანმა მიხეილ კოზირევმა პრეზიდენტს კითხვები უმეტესად, პირად საკითხებზე დაუსვა, თუმცა სააკაშვილმა გლობალურ პოლიტიკასა და ქართულ რეფორმებზეც ისაუბრა. ჟურნალისტის თქმით, მას სურდა, ეჩვენებინა მიხეილ სააკააშვილი, როგორც ადამიანი და არა როგორც პოლიტიკოსი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზოგი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, თუმცა ამის მიუხედავად გამოვიდა წიგნი "წარმატებული ქართული რეფორმები", რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება.

"ამ წიგნში ექსპერტებმა მიუთითეს, რომ ქართული რეფორმების უპირატესობა რისკია, რომელზეც ჩვენ მუდამ მივდიოდით. თუ არ გარისკავ, შეუძლებელია, რაიმეს მიაღწიო. ჩემი აზრით, მსოფლიო პოლიტიკის მთავარი პრობლემა სწორედ ნულოვანი რისკის პოლიტიკაა", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ყოველთვის მაინტერესებდა გამორჩეული ადამიანები მიუხედავად იმისა რას საქმიანობენ ისინი. ამიტომ როდესაც მომეცა საშუალება მიხეილ სააკაშვილთან ჩამეწერა ინტერვიუ, ყოველგვარი საუბრების გარეშე გამოვემგზავრე საქართველოში. მე არ ვარ პოლიტიკური ჟურნალისტი, ამიტომ როგორის არის 150-ჯერ დასმული კითვებზე პასუხის მიღება ნამდვილად არ მსურდა", -განაცხადა ტელეკომპანია "დოჟდის" წამყვანმა, მიხეილ კოზირევიმ.

ინტერვიუში საუბარი საქართველოში გატარებულ რეფორმებსაც შეეხო.

"ადრე, როდესაც უცხოელი ექპერტები ჩამოდიოდნენ მათი მთავარი პოლიტიკა იყო და ამბობდნენ, რომ ჯერ ექპერტების აზრი უნდა გაგვეთვალისწინებინა. გაგვემართა ფართო კონსულტაციები და ა.შ.

ჩემი აზრით, ამას ამბობდნენ ის უცხოელი ექპერტები, რომელთაც თავიანთი საქმის გამართლება უნდოდათ. მეორე, მათ ვერ წარმოედგინათ, რომ სხვა ვინმეს შეუძლია, რაღაც სასარგებლო გააკეთოს მათი დამხარების გარეშე. მათ ეს არ მოწონდათ, ახლა კი გაიზიარონ საქართველოს გამოცდილება დანაშაულთა ბრძოლის კუთხით. ჩვენ რისკზე ყოველთვის მივდიოდით, თუ არ გარისკავ შეუძლებელია რამეს მიაღწიო. ჩემი აზრით მსოფლიო პოლიტიკის მთავარი პრობლემა სწორედ ახლა უკვე ნულოვანი რისკის პოლიტიკაა", - განაცხადა პრეზიდენტმა. (GHN).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100