მოვლენამ, რომელიც ინგლისში მოხდა, ხალხს აფიქრებინა, რომ სამყაროს დასასრული დაიწყო
რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ინგლისში ძლიერი ქარიშხლის დროს საოცარი ნათება დაფიქსირდა ცაზე.
„ეს იყო მოვლენა, რომელიც აქამდე არავის უნახავს და რაც გვაფიქრებინებს, რომ სამყაროს დასასრული ახლოვდება“ - განაცხადა ებრაული თემის სულიერმა მოძღვარმა რაბინმა იერუსალიმში. მისი აზრით, ბიბლიაში გარკვეული მინიშნებებია, რაც სამყაროს დასასრულს გვამცნობს და ეს ერთ-ერთი მათგანი იყო.
12 საათის განმავლობაში 120 000 ძლიერი ელვა დაფიქსირდა ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთელი ამ დროის მანძილზე მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რომელმაც მოსახლეობა ცოტათი შეაშინა კიდეც.
კომენტარი