სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სანამ სხვას განიკითხავთ და ტალახს ესვრით, დაფიქრდით " - გია ჯაჯანიძე განცხადებას ავრცელებს

აი რას წერს გია ჯაჯანიძე თავის გადაცემაზე:

,,სხვა რაკურსი'' გია ჯაჯანიძესთან ერთად. ამ გადაცემას ყველამ არ უნდა უყუროს

წაიკითხეთ და გააზიარეთ, იქნებ ადრესატამდე მიაღწიოს.

,,მორწმუნენო’’ ფარისევლებო, ყველაფრისმცოდნენო, კაცთმოძულენო და ღვარძლიანებო, მოგმართავთ თქვენ, სიყვარულით და გულისტკივილით.

სანამ სხვას განიკითხავთ და ტალახს ესვრით, დაფიქრდით ვინ ხართ თავად თქვენ, რა გულისთქმები გაქვთ, რა ზიზღში ცხოვრობთ, ვის, ან რას ემსახურებით.

ჩვენ არავის მოვუწოდებთ, ჩვენ სასტიკი წინააღმდეგნი ვართ ყველანაირი პროპაგანდის, ჩვენ მხოლოდ გაჩვენებთ იმას, რაც ქვეყანაში ხდება.

ჩემი გადაცემის მიზანია: სახელმწიფოს მმართველებს, მთავრობის წარმომადგენლებს, წმინდა ეკლესიას და საზოგადოებას ვაჩვენოთ რეალობა, რომელზეც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. დიდი სურვილი მაქვს, სახელმწიფოში შეიქმნას პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც შესწავლის ქართველი ერის დღევანდელ ფსიქოლოგიას, მენტალობას და ინტერესს, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს საქართველოს მოსახლეობას, როგორ უნდა ვიცხოვროთ სწორად.

ავადმყოფი ექიმთან მიდის რათა გამოიკვლიოს ავადმყოფობის და ტკივილის მიზეზი. ექიმმა უნდა გასინჯოს, ჩაუტაროს კვლევა, თუ სამკურნალოა, უნდა უმკურნალოს და გამოაჯანრთელოს.
ერთ მოწყალე, საოცრად კეთილ მამაოს ვკითხე, რატომ გიყვართ, რატომ მეგობრობთ ამდენ ცოდვილ და გზააცდენილ ადამიანებთანთქო, მამაომ მიპასუხა: ცოდვილი და გზააცდენილი უნდა გიყვარდეს, მის გვერდით უნდა დადგე და მოატრიალო სააქაოს, გზაზე უნდა დააყენო და გულში უნდა ჩაიკრა, თორემ, სწორ გზაზე მოსიარულესთან ღმერთი მუდამ არის და უყვარსო.

მიმაჩნია, რომ საზოგადოება ზიზღით არ უნდა იყოს განმსჭვალული, გულმოწყალე უნდა იყოს და სწორი გზა უჩვენოს გზააცდენილს, თუ ის მართლაც გზააცდენილია.

ამიტომ, გადავწყვიტეთ ,,სხვა რაკურსით’’ წარმოგვედგინა ადამიანები, რომლებიც დღეს საქათველოში ცხოვრობენ.

წესიერ და პატიოსან ადამიანს ვერაფრით ვერ გარყვნი. დაცემული აუცილებლად წამოდგება. აგრესია იწვევს სასიკვდილო დაავადებებს. რა მოხდება იყავით ჯანმრთელები.

პატივისცემით. გია ჯაჯანიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100