სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მერია მომიტინგეებს ადგილის შეცვლას ურჩევს

დედაქალაქის მერია აქციის მონაწილეებს საპროტესტო აქციის ადგილის შეცვლას ურჩევს, - ეს განცხადება თბილისის მერიის სპიკერმა ბაჩო დოლიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისივე განმარტებით, დღის ბოლოს თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციების გამართვის ვადა იწურება. დოლიძის თქმით, ხვალ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რის გამოც შეუძლებელია აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციები თავისუფლების მოედანზე განაგრძონ.
აქედან გამომდინარე თბილისის მერია აქციის მონაწილეებს ურჩევს, საპროტესტო აქცია ვერის ბაღში, დედაენის ძეგლთან, ვაკის პარკში ან თბილისის სხვა ადგილებში გამართონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100