სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისიდან რუსთავამდე ნიკა მელიას მხარდასაჭერად - ავტომსვლელობა ნაშუადღევს დაიწყება

ავტომსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად - დღეს, 14:00 საათზე თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება 14:00 საათზეა დაგეგმილი.

ავტომანქანები ეროვნული დროშებითა და ნიკა მელიას მხარდამჭერი მოწოდებებით დაიწყებენ მსვლელობას და რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან მივლენ.

შეგახსენებთ, სწორედ აქ არის გადაყვანილი ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია, მისი დაკავების შემდეგ.

აქვე გეტყვით, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იყვნენ შეკრებილი, 23 თებერვალს, დილით აიყვანეს. ოფისში შეკრებილი მელია და მისი მხარდაჭერები პოლიციამ ჯერ რუპორით გააფრთხილა, ნახევარსაათიანი ვადა მისცა ჩაკეტილი კარების გასაღებად და შემდეგ სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო.

გამოყენებული იყო სპეცტექნიკა, ოფისის უკანა ეზოდან, სხვენზე მოსახვედრად, პოლიციამ კოშკურა-სპეცამწეც გამოიყენა. ნიკა მელია დააპატიმრეს, შენობის შტურმის დროს სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

ნიკა მელიას მოწოდების თანახმად, პარტიის ოფიში შეკრებილებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. შტურმის დროს ცრემლსადენი გაზისგან რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100